საქართველოში 7 ყველაზე შემოსავლიანი აზარტული თამაშების კომპანია – Forbes Georgia-ს რეიტინგი

News.ge 6 საათი წინ 6
საქართველოში 7 ყველაზე შემოსავლიანი აზარტული თამაშების კომპანია – Forbes Georgia-ს რეიტინგი

Forbes Georgia წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი.
კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.
სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კონკრეტულად აზარტული თამაშების კომპანიებს, საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიებს შორის 7 მათგანი მოხვდა.
საქართველოს 7 ყველაზე შემოსავლიანი აზარტული თამაშების კომპანიები:
· ატლას ჰოლდინგს (აჭარაბეთი) – შემოსავალი: ₾706 მლნ; მოგება: ₾118 მლნ.
· დეიდრიმ უნივერსალ საქართველო (ბეთლაივი) – შემოსავალი: ₾464 მლნ; მოგება: ₾9 მლნ.
· მარსი (კრისტალბეთი) – შემოსავალი: ₾417 მლნ; მოგება: ₾186 მლნ.
· ფულ ჰაუსი (კროკობეთი) – შემოსავალი: ₾226 მლნ; მოგება: ₾60 მლნ.
· ევოლუშენ ჯორჯია – შემოსავალი: ₾173 მლნ; მოგება: ₾12 მლნ.
· ლიდერ-ბეთ სლოტი – შემოსავალი: ₾157 მლნ; მოგება: ₾44 მლნ.
· ჩემპიონები 111 (ევროპაბეთი) – შემოსავალი: ₾152 მლნ; მოგება: ₾34 მლნ.

სრულად წაიკითხეთ სტატია