„საქართველოში 24-25 იანვარს მოთოვს...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

Primetime.ge 3 თვის წინ 81
„საქართველოში 24-25 იანვარს მოთოვს...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს.„24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს.ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის.ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0.ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე.31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია