საქართველოსა და სომხეთის
პრემიერ-მინისტრებს შორის
სატელეფონო საუბარი შედგა.
ინფორმაციას სომხეთის
პრემიერის ოფისი
ავრცელებს."ნიკოლ
ფაშინიანმა კოლეგას
გააცნო ვაშინგტონში
გამართული
მოლაპარაკებების შედეგები
და პროექტი "ტრამპის გზა
საერთაშორისო მშვიდობისა
და
კეთილდღეობისთვის".ასევე
საუბარი შეეხო ეუთო-ს
მინსკის ჯგუფის
მექანიზმების დაშლის
შესახებ, ეუთო-სთვის
ერთობლივ მიმართვას,
რეგიონული კომუნიკაციების
განბლოკვის შესახებ
ქვეყნების ტერიტორიული
მთლიანობის,
სუვერენიტეტისა და
იურისდიქციის პრინციპების
ფარგლებში და ორმხრივი
ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე", – ნათქვამია
განცხადებაში.ნიკოლ
ფაშინიანმა მადლობა
გადაუხადა ირაკლი
კობახიძეს ვაშინგტონში
მიღწეული შეთანხმებების
საჯაროდ მისალმებისთვის.
პრემიერ-მინისტრებმა
ასევე გაცვალეს
მოსაზრებები ორმხრივი და
რეგიონული ურთიერთობების
დღის წესრიგზე.