სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს ინფორმაციით,
ზაფხულის სანავიგაციო
სეზონზე, საქართველოსა და
კორეის რესპუბლიკას შორის
სეზონური ჩარტერული
ფრენები განახლდება.
ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ
სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოში წარმოდგენილი
განაცხადის შესაბამისად,
პირდაპირი ფრენები
ინჩეონსა და თბილისს შორის
მიმდინარე წლის 11 მაისს, 25
მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და
6 ივლისს
შესრულდება.აღსანიშნავია,
რომ კორეის რესპუბლიკის
წამყვანმა ავიაკომპანიამ
ინჩეონი - თბილისი -
ინჩეონის საჰაერო ხაზზე
ჩარტერული ავიარეისები
გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019
წლებში კი, სეზონური
ფრენები სეული - თბილისი -
სეულის მიმართულებით
განხორციელდა.საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს
სსიპ სამოქალაქო ავიაციის
სააგენტომ Korean Air-ს
საქართველოს მიმართულებით
არარეგულარული საჰაერო
მიმოსვლის
განხორციელებისათვის
აუცილებელი ნებართვა 2025
წლის 2 აპრილს მიანიჭა.