დღეიდან, კვირაში ორი
სიხშირით, ქუთაისის დავით
აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო
აეროპორტიდან
ავიაკომპანია Wizz Air-მა
ესპანეთის დედაქალაქ
მადრიდის მიმართულებით
პირდაპირ რეგულარულ
რეისებს განაახლა.
ესპანეთის დედაქალაქისკენ
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან 230 მგზავრით
სავსე ხომალდი ცოტა ხნის
წინ გაფრინდა.საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების
ინფორმაციით, მადრიდის
მიმართულებით რეისები
კვირაში ორი სიხშირით,
სამშაბათსა და შაბათს A321neo
ტიპის ხომალდით
შესრულდება.ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტი
ჯერჯერობით ერთადერთია,
საიდანაც ესპანეთის ორ
ქალაქში, მადრიდსა და
ბარსელონაში
საქართველოდან პირდაპირი
საჰაერო გზით მოხვედრაა
შესაძლებელი. ორივე
ქალაქის მიმართულებით
პირდაპირი რეგულარული
რეისები ჯამურად, კვირაში 5
სიხშირით სრულდება. 2025 წლის
პირველ კვარტალში,
საქართველოს ესპანეთიდან
2,988 ვიზიტორი ესტუმრა.ამ
ეტაპზე, დავით
აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტიდან 6
ავიაკომპანია პირდაპირ
რეგულარულ ფრენებს 18
ქვეყნის 32 მიმართულებით
ასრულებს. აქედან 24
პირდაპირი მიმართულება
ევროპულია. 3 ივნისიდან კი
ქუთაისის დავით
აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტს
სრულიად ახალი, ლიონის
მიმართულება
დაემატება.ინფორმაციას
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.