საქართველოს ხელისუფლების წევრები თუ არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც - მარგუს ცაჰკნა

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
საქართველოს ხელისუფლების წევრები თუ არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც - მარგუს ცაჰკნა
საქართველოს ხელისუფლების წევრები თუ არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებმადე ცაჰკნამ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს.„ესტონეთმა დამატებით მაღალი რანგის 14 ოფიციალური პირი შეიყვანა სასანქციო სიაში. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დღეს ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის და გარკვეული პერსონებისთვის აკრძალვის დაწესებაზე. მაგრამ ეს იქნება უფრო ხანგრძლივი დისკუსია, რადგანაც ის, რაც ხდება ახლა საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა დემოკრატიული. ძალადობა ადამიანის უფლებების მიმართ, ეს კრიმინალური ქმედებებია.და ასევე, მე ადრეც ვთქვი, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედგები როგორც გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული. ეს ასე არ იყო. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ამ საკითხს განვიხილავთ დღეს. ასევე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომების ჩამონათვალი, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია სამომავლოდ. თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც. ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისათვის ამას მოჰყვა შედეგები. დღეს ამას განვიხილავთ და ვნახოთ, რა შეთანხმებას მივაღწევთ“,- აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისივე თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხი და ევროკავშირი მოატყუა“.„ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და იმედია ევროკავშირიც. ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან სხვადასხვა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ჩვენ, ევროპულმა მხარემ ყველაფერი გავაკეთეთ. მათ შორის, ვიზა ლიბერალიზაცია, დაფინანსება. გავაკეთეთ ყველაფერი, რისი პირობაც დავდეთ. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოატყუეს ქართველი ხალხი და ევროკავშირიც. ამას მოჰყვა შედეგები. ცხადია, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ერს, აქვს უფლება, მშვიდობიანი გზით იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა და ასეც არის. მაგრამ დღეს მინდა, ვთქვა, რომ საქართველოდან ევროკავშირისკენ მიმავალი ავტობუსი უკვე გაჩერდა. უკვე გაჩერდა ყველა დაფინანსება. ახლა უკვე კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, დავაწესებთ თუ არა სანქციებს კონკრეტული პირების მიმართ და ასევე დიპლომატიური თუ სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. შეიძლება ეს ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯები არ არის, მაგრამ ეს არის გზავნილები ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“,- განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია