საქართველოს ხელისუფლების
მართებული პასუხი
ვილნიუსსა და ტალინს
უსინდისო სანქციებისთვის -
არანაირი შემხვედრი
ზომები, ვრჩებით ცალმხრივი
მეგობრობის რეჟიმში, - ასე
ეხმიანება ანალიტიკოსი
გია აბაშიძე ლიეტუვისა და
ესტონეთის მხრიდან
სანქციების დაწესებას
საქართველოს მთავრობის
წევრებისთვის.აბაშიძის
თქმით, ბალტიის ქვეყნებს
ყველაზე დიდი პრობლემა
აქვთ სუვერენიტეტის
კუთხით ევროკავშირში და
მათი საგარეო-პოლიტიკური
გადაწყვეტილებები ხშირად
გარედან კარნახით
მიიღება.„საქართველოს
ხელისუფლების მართებული
პასუხი ვილნიუსსა და
ტალინს უსინდისო
სანქციებისთვის - არანაირი
შემხვედრი ზომები,
ვრჩებითცალმხრივი
მეგობრობის რეჟიმში.ეს
გადაწყვეტილება აიხსნება
შემდეგი გარემოებებით:- არ
უნდა დაზიანდეს
ტრადიციული მეგობრობა
ქართველ, ესტონელ და
ლიეტუველ ხალხებს შორის.-
ბალტიის ქვეყნებს ყველაზე
დიდი პრობლემა აქვთ
სუვერენიტეტის კუთხით
ევროკავშირში. მათი
საგარეო-პოლიტიკური
გადაწყვეტილებები ხშირად
გარედან კარნახით
მიიღებიან. - ევროკრატიული
ნეგატივი დროებითია და
შეიცვლება 20 იანვრის
შემდეგ,“- წერს გია აბაშიძე.