2022 წლის თებერვალში,
უკრაინაში ომის
დაწყებიდან მეორე დღეს
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ
გაკეთებული განცხადება
კვლავ განხილვის საგანია
პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველ გუნდში კიდევ
ერთხელ საუბრობენ იმაზე, თუ
რას გადაურჩა ქვეყანა და რა
სურდა მაშინ ოპოზიციას და
არასამთავრობო
სექტორს.საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის
კაბინეტის უფროსი, ვახო
ჩოჩია აცხადებს, რომ
საქართველო მაშინ
შეუერთდა პოლიტიკურ
სანქციებს, 600 რეზოლუციაზე
მეტს მოაწერა ქვეყანამ
ხელი და ასევე,
თანაინიციატორი იყო
რამდენიმე
რეზოლუციის."საქართველოს
ხელისუფლებამ გააკეთა
მკაფიო განცხადება, რომ იგი
არ დაუწესებდა სანქციებს
არც ერთ სხვა ქვეყანას, აქ
საუბარი იყო ეკონომიკური
ხასიათის სანქციებზე,
ვინაიდან, პირველ რიგში ის
უარყოფით შედეგს მოიტანდა
უშუალოდ საქართველოსთვის
და ვერანაირი ქმედითი
გავლება ვერ ექნებოდა
რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა,
ჩვენ შევუერთდით
პოლიტიკურ სანქციებს, ჩვენ
600 რეზოლუციაზე მეტს
მოვაწერეთ ხელი და ასევე,
თანაინიციატორი ვიყავით
რამდენიმე რეზოლუციის.
ასევე, შეგახსენებთ, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ
შუამდგომლობა დააყენა
საერთაშორისო
სასამართლოებში რუსეთის
წინააღმდეგ და
შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით
უკრაინელი ხალხის გვერდით,"
- აცხადებს ვახო
ჩოჩია.ცნობისთვის, 2022 წლის 25
თებერვალს მაშინდელმა
პრემიერ-მინისტრმა თქვა,
რომ რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო სანქციებს
ეროვნული ინტერესების
გათვალისწინებით არ
შეუერთდებოდა და თუ ვინმე
დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს
უკრაინა იქნებოდა.