შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების
სააგენტო გაცნობებთ, რომ
საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით
გამოცხადებულ უქმე
დღეებში - 25-26 ოქტომბერს,
სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულები არ
იმუშავებენ.იმ პირებს,
რომელთაც 25 ოქტომბერს
უწევდათ მათ მიერ
მოთხოვნილი ცნობის მიღება,
დოკუმენტს მიიღებენ 28
ოქტომბერს;იმ პირებს,
რომელთაც პრაქტიკული
გამოცდის პირველ ეტაპზე
(მოედანი) გასვლა უწევდათ 25-26
ოქტომბერს, გამოცდით
ისარგებლებენ 28
ოქტომბერს;იმ პირებს,
რომელთაც თეორიული და
პრაქტიკული გამოცდის
მეორე ეტაპზე 25 ოქტომბერს
აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე
გასვლის კონკრეტული
თარიღისა და დროის შესახებ
დეტალური ინფორმაცია დღის
განმავლობაში
ეცნობებათ;იმ პირებს,
რომელთაც შენახული აქვთ
უფასო ან ფასიანი სანომრე
ნიშნები და შენახვის ბოლო
ვადად განსაზღვრული აქვთ
25-26 ოქტომბერი, ვადა
გაუხანგრძლივდებათ 28
ოქტომბრის ჩათვლით.იმ
პირებს, რომელთაც
სატრანსპორტო საშუალების
განბაჟების ბოლო ვადად
განსაზღვრული აქვთ 25-26
ოქტომბერი, საჯარიმო
სანქციები არ დაეკისრებათ
და ვადა
გაუხანგრძლივდებათ 28
ოქტომბრის ჩათვლით.