საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში
საკადრო ცვლილებები
განხორციელდა.ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორი
თეიმურაზ კუპატაძე
დაინიშნა სსიპ დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის
თავმჯდომარის
თანამდებობაზე;ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორად
დაინიშნა ამავე
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე დავით
კიკნაძე;თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის თანამდებობაზე
დაინიშნა ვაჟა
სირაძე;თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე ლევან მაისურაძე
დაინიშნა საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორი ლაშა
გოგნიაშვილი დაინიშნა
კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის
დირექტორად;კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორი თეიმურაზ
კალანდაძე დაინიშნა
მცხეთა-მთიანეთის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად დაინიშნა
ლევან კვიციანი;ქვემო
ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორი
გურამ ნაცვლიშვილი
დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორი რამაზ
თათარაშვილი დაინიშნა
იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტის
დირექტორად;იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორი ზაზა ცხაკაია
დაინიშნა გურიის პოლიციის
დეპარტამენტის
დირექტორად;შიდა ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად დაინიშნა
თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე კახაბერ
მურადაშვილი;შინაგან
საქმეთა სამინისტროში
მიმდინარე საკადრო
ცვლილებები სისტემის
კიდევ უფრო მეტად
გაძლიერებასა და
განვითარებას ემსახურება.