საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ
საფრანგეთში,
პარიზში,სამოგზაურო მედია
კონფერენციაში International Media
Marketplace მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა
საქართველოს შესახებ
პრეზენტაცია გამართეს
ისეთი მედიასაშუალებების
ჟურნალისტებისა და
რედაქტორებისთვის
როგორებიცაა: Le Figaro Magazine, Geo, Lonely
Planet, Itrekkings, Le Journal de la Maison, Paris Match, National
Geographic France.საერთაშორისო
მედიის წარმომადგენლები
საქართველოს ტურისტულ
პროდუქტებს, ზაფხულისა და
ზამთრის კურორტებს,
სათავგადასავლო ტურისტულო
მიმართულებებს გაეცნენ.
კონფერენციის ფარგლებში,
მედიაკომპანიებთან
შეხვედრები შედგა
საქართველოში გაცნობითი
ტურების გამართვის მიზნით,
რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის
ტურისტული მიმართულების
პოპულარიზაციას. International Media
Marketplace ბეჭდური და ციფრული
მედიის წარმომადგენლებს
აერთიანებს.
კონფერენციაში 170-ზე მეტი
მედიასაშუალება და 115
ბრენდი კომპანია
მონაწილეობდა.