ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა მაია
ომიაძემ კერძო სექტორის
წარმომადგენლებს
ადმინისტრაციის ახალი
მარკეტინგული კამპანია
გააცნო. ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
ავრცელებს.„პრეზენტაციას
სასტუმროების, ტურისტული
კომპანიებისა და სერვისის
მომწოდებლები
დაესწრნენ.საქართველოს
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია სტრატეგიულ
ბაზარზე ევროპის, აზიისა და
ამერიკის ქვეყნებში
მასშტაბურ საერთაშორისო
მარკეტინგულ კამპანიას
ატარებს.კამპანიის
ფარგლებში, 11 ქვეყანაში
მასშტაბური აქტივობები
ტარდება, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ღონისძიებებზე
წარმოდგენილია 4
საერთაშორისო
მარკეტინგული
კომპანია.მარკეტინგული
აქტივობები მოიცავს:•
ციფრულ კამპანიებს
სოციალურ ქსელებში,
ტელევიზიაში, რადიოსა და
პოდკასტებში;• PR
აქტივობებს: პრესრელიზებს,
ინტერვიუებს;• B2B
შეხვედრებს, ონლაინ
ვებინარებსა და
ტრენინგებს;• მედიისა და
ინფლუენსერებისთვის
ორგანიზებულ პრესტურებს;•
გარე სარეკლამო
აქტივობებს — ბანერებსა და
ავტობუსების ბრენდინგს
მსოფლიოს უდიდეს
ქალაქებში.კამპანია ასევე
მოიცავს როუდშოუებს და
მონაწილეობას 8 მსხვილ
საერთაშორისო
ღონისძიებაში ევროპის 32
ქალაქში.ევროპის
ქვეყნებში, კერძო სექტორის
წარმომადგენლებს ეძლევათ
შესაძლებლობა,
მონაწილეობა მიიღონ B2B
შეხვედრებსა და
ვებინარებში, დაამყარონ
პარტნიორული ურთიერთობები
ასობით ტურისტულ
კომპანიასთან და მედიის
წარმომადგენელთან, რაც
ხელს შეუწყობს ტურისტული
ნაკადების ზრდას
საქართველოში.კამპანია
ერთდროულად მიმდინარეობს
ევროპის, აზიისა და
ამერიკის კონტინენტებზე,
ყველა სტრატეგიულ
ბაზარზე.მიმდინარე
აქტივობები:ევროპა –
გერმანია, საფრანგეთი,
პოლონეთი, შვედეთი,
ნორვეგია, დანია, იტალია,
ესპანეთი, ავსტრია,
შვეიცარია, ფინეთი,
პორტუგალია, ნიდერლანდები,
ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი,
სერბეთი.აქტივობები
მოიცავს ტურისტულ
გამოფენებში მონაწილეობას
(ITB Berlin, Top Resa Paris, Fitur, BIT Milan),
პრესტურებს, სტატიებს
საერთაშორისო გავლენიან
გამოცემებში (Vogue, GQ, Financial Times,
National Geographic Traveller, Conde Nast Traveller და
სხვ.), ასევე ინტენსიურ B2B და PR
კამპანიებს.ჩინეთი – ITB China
საერთაშორისო გამოფენაში
მონაწილეობა, B2B და B2C
კამპანიები (WeChat, Weibo, REDnote),
Roadshow-ები და China Ready
ტრენინგები.ინდოეთი –
გამოფენები, სტატიები
წამყვან გამოცემებში (Conde Nast,
Travel+Leisure, Elle), ციფრული გარე
რეკლამა, Roadshow-ები და Sales
Mission-ები.წარმომადგენლობა: Think
Strawberries.ახლო აღმოსავლეთი –
არაბთა გაერთიანებული
საამიროები, ქუვეითი,
საუდის
არაბეთი.ინტეგრირებული
მარკეტინგული კამპანია
მოიცავს როგორც ტრადიციულ,
ასევე ციფრულ მედიას,
მონაწილეობას ტურისტულ
გამოფენებში (ATM Dubai) და
მასშტაბურ B2B
შეხვედრებს.ჩრდილოეთი
ამერიკა, აზია,
ავსტრალია:აშშ –
მონაწილეობა NY Travel Show-ზე,
სტატიები GQ, Vogue, Conde Nast
Traveller-ში;კანადა, იაპონია,
ინდონეზია, ავსტრალია,
სინგაპური, სამხრეთ კორეა –
თემატური პრესტურები და
მედია აქტივობები", -
აღნიშნულია ინფორმაციაში.