2025 წლის 11 მარტს შვეიცარიის
ქალაქ ჟენევაში გამართულ
ადამიანის უფლებათა
ეროვნული ინსტიტუტების
გლობალური ალიანსის (GANHRI)
გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს სახალხო
დამცველს ხელახალი
აკრედიტაციის სერტიფიკატი
გადაეცა, რომელიც
ადასტურებს სახალხო
დამცველის აპარატის სრულ
შესაბამისობას გაეროს
პარიზის პრინციპებით
დადგენილ
მოთხოვნებთან.შედეგად,
სახალხო დამცველის
აპარატს 5 წლის ვადით
ხელახლა მიენიჭა „A“
სტატუსი.ინფორმაციას
სახალხო დამცველის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის და
ღონისძიებების მართვის
სამმართველო ავრცელებს.