ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
საკონვენციო და
საგამოფენო ბიურომ
დუბაიში, ტურისტულ
გამოფენაში EPEX 2024 მიიღო
მონაწილეობა. საქმიანი
ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ
ყველაზე გავლენიან
გამოფენაზე საკონვენციო
და საგამოფენო ბიურომ
საქმიანი შეხვედრები
გამართა წამყვან
კომპანიებთან,
დამკვეთებთან და მსხვილი
ღონისძიებების
ორგანიზატორებთან. B2B
ფორმატის ფარგლებში
ჩატარებულ შეხვედრებზე
საქართველოს საქმიან
ტურისტულ მიმართულებას და
ინფრასტრუქტურას
გაეცნენ.EPEX 2024-ზე მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე
მეტი საგამოფენო
ორგანიზაცია და 200-ზე მეტი
ღონისძიების დამგეგმავი
კომპანია იყო
წარმოდგენილი.