საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ
ჩინეთში, ქალაქ სინში
საერთაშორისო
სამთო-სათავგადასავლო
ტურიზმის კონფერენციაში
მიიღო
მონაწილეობა.კონფერენციაზე
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა
პრეზენტაცია გამართეს და
ღონისძიების მონაწილეებს
საქართველოს ტურისტული
პროდუქტები გააცნეს.
კონფერენციაზე საუბარი
შეეხო საქართველოს
სამთო-სათავგადასავლო
ტურისტულ მიმართულებას,
მიღწეულ შედეგებსა და
მომავალ
გეგმებს.კონფერენციის
ფარგლებში, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა,
შეხვედრები გამართეს
საერთაშორისო სამთო
ტურიზმის ალიანსის
წარმომადგენლებთან
სამომავლო თანამშრომლობის
მიზნით. შეხვედრას
ესწრებოდნენ გუიჯოუს
პროვინციის მთავრობის,
ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო
ტურიზმში ჩართული
სახელმწიფო და კერძო
სექტორის
წარმომადგენლები.ინფორმაციას
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ავრცელებს.