საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო ახალ
ორლეანში მომხდარ
თავდასხმას სოციალურ
ქსელში
გამოეხმაურა.„შოკირებული
და დამწუხრებულები ვართ
ცნობებით ახალ ორლეანში
მომხდარი თავდასხმის
შესახებ. ჩვენ მკაცრად
ვგმობთ ყველანაირ
ძალადობას და გვერდში
ვუდგავართ, სოლიდარობას
ვუცხადებთ მსხვერპლებს,
მათ ოჯახებსა და
შეერთებული შტატების
მოსახლეობას ამ რთულ დროს”,
- ნათქვამია
განცხადებაში.აშშ-ში, ახალ
ორლეანში სატვირთო
მანქანა ხალხში შევარდა,
რის შედეგადაც, სულ მცირე,
ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი
დაშავდა. თვითმხილველების
თქმით, შეჯახების შემდეგ
მძღოლი გადმოვიდა და
იარაღიდან სროლა დაიწყო,
რასაც პოლიციამ საპასუხო
ცეცხლით უპასუხა. We are deeply shocked and
saddened to hear of the attack in #NewOrleans. We strongly condemn all
acts of violence and stand in solidarity with the victims, their
families, and the people of the United States during this difficult
time. @StateDept — MFA of Georgia (@MFAgovge) January 2, 2025