საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდთან დაკავშირებით
განცხადებას
ავრცელებს.უწყების ცნობით,
ქართულმა დელეგაციამ
ძირითადი აქცენტი გააკეთა
ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების დღის
წესრიგის მთავარ
საკითხებზე, როგორიცაა
რუსეთის მიერ ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმებით
ნაკისრი საერთაშორისო
ვალდებულებების სრულად
შესრულების აუცილებლობა
და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლში უსაფრთხო და
ღირსეული დაბრუნება.„2025
წლის 4-5 მარტს გაიმართა
ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდი, სადაც საქართველოს
დელეგაციას საგარეო
საქმეთა მინისტრის
მოადგილე ლაშა დარსალია
ხელმძღვანელობდა.მოლაპარაკებების
ფარგლებში ქართულმა
დელეგაციამ ძირითადი
აქცენტი გააკეთა ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების დღის
წესრიგის მთავარ
საკითხებზე, როგორიცაა
რუსეთის მიერ
ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებით ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების სრულად
შესრულების აუცილებლობა
და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლში უსაფრთხო და
ღირსეული დაბრუნება.ასევე,
ხაზი გაესვა გალში
ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების
მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი
წინაპირობების გარეშე
აღდგენის და გალსა და
ერგნეთში ხსენებული
მექანიზმის რეგულარულად,
ფუძემდებლური პრინციპების
შესაბამისად გამართვის
მნიშვნელობას.63-ე რაუნდის
ფარგლებში საქართველოს
დელეგაციამ შეშფოთება
გამოხატა ოკუპირებულ
რეგიონებში უსაფრთხოების,
ჰუმანიტარული და
ადამიანის უფლებების
კუთხით შექმნილ უმძიმეს
ვითარებაზე, მიმდინარე
უკანონო მილიტარიზაციაზე,
და ამ კონტექსტში,
ოჩამჩირეში რუსეთის
უკანონო საზღვაო ბაზის
მშენებლობისა და სოხუმის
აეროპორტის ამოქმედების
ფაქტებზე. ქართულმა მხარემ
ასევე დაგმო საქართველოს
ოკუპირებულ აფხაზეთის
რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო
არჩევნების ჩატარება და
საოკუპაციო რეჟიმის
ლიდერთან რუსეთის
პრეზიდენტის დღევანდელი
შეხვედრა, რაც წარმოადგენს
ანექსიისკენ გადადგმულ
მორიგ ნაბიჯებს და უხეშად
არღვევს საქართველოს
სუვერნიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას
მის საერთაშორისოდ
აღიარებულ
საზღვრებში.რუსეთისა და
საოკუპაციო რეჟიმების
წარმომადგენლებმა, ჩვეული
პრაქტიკის მსგავსად,
მოლაპარაკებების მაგიდა
დატოვეს დღის წესრიგის
ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე,
რომელიც ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლში დაბრუნებას
შეეხებოდა.ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებები შექმნილია
ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმების
საფუძველზე და მის მთავარ
განსახილველ საკითხებს
ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების შესრულება,
იძულებით გადაადგილებულ
პირთა და ლტოლვილთა
საკუთარ სახლში უსაფრთხო
და ღირსეულ დაბრუნება,
რუსეთის ოკუპაციის
შედეგად შექმნილი
უსაფრთხოებისა და
ჰუმანიტარული პრობლემები
წარმოადგენს.მოლაპარაკებები
იმართება ევროკავშირის,
გაერო-სა და ეუთო-ს
თანათავმჯდომარეობით და
საქართველოს, რუსეთის
ფედერაციისა და ამერიკის
შეერთებული შტატების
მონაწილეობით. სამუშაო
ჯგუფის შეხვედრებს
ესწრებიან აგრეთვე
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე და ყოფილი
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ისევე,
როგორც ცხინვალსა და
სოხუმში რუსეთის
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლები“, –
აღნიშნულია საქართველოს
საგარეო საქმეთა
სამინისტროს
განცხადებაში.