„საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე გადაურჩეს ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში“ - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 3 საათი წინ 5
„საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე გადაურჩეს ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში“ - გიორგი ვოლსკი
"ფაქტი ერთია, საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე გადაურჩეს ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. ამის ერთადერთი გზა არის მშვიდობის დამყარება," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა."ის რესურსი, რომელიც ამერიკას გააჩნია, არ გააჩნია საქართველოს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. საქართველოს თუკი თავისი ინტერესი აქვს, ეს არის გასაკვირი ამ "უსამშობლო" ადამიანებისთვის. ჩვენი ინტერესია შეჩერდეს. ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით მიიჩნევს საჭიროდ და აუცილებლად. რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვამბობთ არაერთხელ, რომ ოკუპანტია, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. აუცილებლად იმ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს პოზიცია, ეს არის მოგონილი ადამიანებისა, რომლებიც ისტერიკაში არიან იმის გამო შეიძლება მშვიდობა დამყარდეს ის, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და კვლავ "დიფ სთეითსა" თუ გლობალური ომის პარტიის მსახურებად გამოჩნდნენ," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.ცნობისთვის, უკრაინის საკითხზე ამერიკის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო, ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ.The Wall Street Journal ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს. ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის ვინ დაიწყო ომი, არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე.უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ვაშინგტონი კი, მოუწოდებს კიევს გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.
სრულად წაიკითხეთ სტატია