საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 1 კვირა წინ 26
საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.„ძვირფასო მგზავრებო!უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები.საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს.აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - წერია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია