საქართველოს რკინიგზა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 90
საქართველოს რკინიგზა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
11 თებერვლიდან, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი, თანამედროვე და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს. - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო, მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს.განრიგი:თბილისიდან გასვლა – 09:00ოზურგეთში ჩასვლა – 16:18ოზურგეთიდან გასვლა – 08:40თბილისში ჩასვლა – 16:00 ბილეთის ღირებულება:მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით).  რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას: ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
სრულად წაიკითხეთ სტატია