საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ორდღიანი ოფიციალური
ვიზიტი უნგრეთში იწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, დღეს,
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრის
სასახლეში შედგება ირაკლი
კობახიძის დახვედრის
ოფიციალური
ცერემონია.დაგეგმილია ორი
ქვეყნის მთავრობის
ხელმძღვანელების პირისპირ
და გაფართოებულ ფორმატში
შეხვედრა.გარდა ამისა,
ირაკლი კობახიძე
ბუდაპეშტში, ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში
დაესწრება
საქართველო-უნგრეთის
მთავრობათაშორისი
კომისიის მეორე სხდომას.
გაფორმდება შეთანხმებები
სოფლის მეურნეობის,
ენერგეტიკის, კულტურისა და
ინოვაციების, ასევე -
სპორტის სფეროში
ურთიერთთანამშრომლობის
შესახებ.მთავრობათაშორისი
კომისიის სხდომის შემდეგ,
დაგეგმილია ირაკლი
კობახიძის და ვიქტორ
ორბანის ერთობლივი
პრესკონფერენცია.