საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ყაზახეთის
რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრს ოლჟას
ბეკტენოვს
შეხვდა.ყაზახეთის
რესპუბლიკის მთავრობის
სახლში გამართულ პირისპირ
შეხვედრაზე მხარეებმა
სხვადასხვა სფეროში ორი
ქვეყნის წარმატებულ
თანამშრომლობაზე
ისაუბრეს.აღინიშნა
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების განვითარების
დადებითი დინამიკა და ორი
ქვეყნის მთავრობათაშორისი
ეკონომიკური
თანამშრომლობის კომისიის
როლი ამ მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად
შეაფასეს ორმხრივი
სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024
წელს, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, 25%-ით გაიზარდა.
შეხვედრისას ასევე
განიხილეს ექსპორტის
მოცულობის ზრდის
პოტენციალი და ხაზი
გაუსვეს ამ კუთხით
არსებული შესაძლებლობების
სრულად ათვისების
მნიშვნელობას.ირაკლი
კობახიძემ ყაზახეთის
რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი
ოფიციალური ვიზიტით
საქართველოში მოიწვია.