საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე უნგრეთის
ეროვნული ასამბლეის
თავმჯდომარე ლასლო კოვერს
შეხვდა.შეხვედრაზე,
რომელიც ბუდაპეშტში
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში გაიმართა,
ყურადღება დაეთმო ორ
ქვეყანას შორის
სხვადასხვა სფეროში, მათ
შორის საპარლამენტო
დონეზე არსებულ
წარმატებულ
თანამშრომლობას. ამ
კონტექსტში აღინიშნა
საქართველოსა და უნგრეთის
საკანონმდებლო ორგანოებს
შორის გაფორმებული
ჩარჩო-ხელშეკრულების
მნიშვნელობა, რომელიც
მიზნად ისახავს ორმხრივი
ურთიერთობებისა და
ურთიერთსასარგებლო
გაცვლების
ხელშეწყობას.უნგრეთის
ეროვნული ასამბლეის
თავმჯდომარემ
პრემიერ-მინისტრს
დაუდასტურა მტკიცე
მხარდაჭერა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა
და სუვერენიტეტის, ასევე
ქვეყნის ევროპული
ინტეგრაციის მიმართ.