საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ევროპის
პოლიტიკური გაერთიანების
მეხუთე შეხვედრის გახსნით
სესიას დაესწრო, რომელიც
ბუდაპეშტში
იმართება.სამიტი
მასპინძელი ქვეყნის,
ევროკავშირის საბჭოს
თავმჯდომარე უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ
ორბანმა
გახსნა. საქართველოს
პრემიერ-მინისტრი, ევროპის
პოლიტიკური გაერთიანების
მეხუთე სამიტის ფარგლებში
მონაწილეობას მიიღებს
თემატურ დისკუსიაში,
რომლის მთავარი თემაა
ეკონომიკური უსაფრთხოება
და დაკავშირებადობა. ასევე
დაგეგმილია ირაკლი
კობახიძის სიტყვით
გამოსვლა სამიტის
დასკვნით პლენარულ
სესიაზე.