საქართველოს პრეზიდენტმა, ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
1 თვე წინ
23
საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ ყაველაშვილმა,
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძისა და
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილის
ერთობლივი წარდგინების
საფუძველზე,
ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული
ნაკრების წევრები,
მწვრთნელები, პერსონალი და
ხელბურთის ეროვნული
ფედერაციის ხელმძღვანელი
პირები ღირსების
ორდენებითა და ღირსების
მედლებით
დააჯილდოვა. საქართველოს
სახელმწიფო ჯილდოები
სპორტსმენებს
განსაკუთრებული სპორტული
მიღწევებისთვის – კერძოდ,
ხელბურთში ევროპის 2024 წლის
ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპზე
ისტორიული შედეგის
მიღწევისა და აღნიშნული
ჩემპიონატის ფინალურ
ეტაპზე წარმატებული
ასპარეზობისთვის
გადაეცათ.საქართველოს
პრეზიდენტმა სპორტსმენებს
წარმატებული
ასპარეზობისთვის მადლობა
გადაუხადა და მომავალში
კიდევ ბევრი გამარჯვება
უსურვა.საქართველოს
ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული
ნაკრების წევრებს,
მწვრთნელებსა და
ხელბურთის ეროვნული
ფედერაციის
წარმომადგენლებს
სახელმწიფო ჯილდოების
მიღება საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ და სპორტის
მინისტრმა შალვა
გოგოლაძემ მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა