საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები 2024 წლის 14
დეკემბერს გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ დღეს გამართულ
სხდომაზე საქართველოს
პრეზიდენტის 2024 წლის 14
დეკემბრის
არჩევნებისათვის ზოგიერთი
საარჩევნო ღონისძიებისა
და ვადების განსაზღვრის
შესახებ შესაბამისი
დადგენილება მიიღო.ცესკომ
დღესვე მიიღო
განკარგულება საარჩევნო
ღონისძიებათა გრაფიკის
დადგენის თაობაზე და ასევე
განსაზღვრა უფლებამოსილი
მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებებისთვის
საარჩევნო კოლეგიაში
წევრთა
კვოტები.პრეზიდენტის
არჩევნების დანიშვნის
შესახებ დადგენილება
პარლამენტმა დღეს
მიიღო.წელს პირველად
საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები ახალი სისტემით
ჩატარდება.პრეზიდენტს 5
წლის ვადით აირჩევს
საარჩევნო კოლეგია,
რომელიც 300 წევრისგან
შედგება - მათ შორის
საქართველოს პარლამენტის
(150 წევრი), აფხაზეთისა (20
წევრი) და აჭარის (21 წევრი)
ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის
დანარჩენ 109 წევრს კი
საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ
ორგანული კანონის
საფუძველზე განსაზღვრული
კვოტების შესაბამისად,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოების
შემადგენლობიდან
დაასახელებენ შესაბამისი
პოლიტიკური
პარტიები.პრეზიდენტის
არჩევნები საქართველოს
პარლამენტის შენობაში 14
დეკემბერს 09:00 საათზე
დაიწყება. საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატის
წარდგენის უფლება აქვს
საარჩევნო კოლეგიის
არანაკლებ 30 წევრს.
არჩევნების პირველ ტურში
არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც
მიიღებს საარჩევნო
კოლეგიის სრული
შემადგენლობის ხმების ორ
მესამედს მაინც. თუ პირველ
ტურში საქართველოს
პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე
ტური გაიმართება იმავე
დღეს და არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი,
რომელიც მეტ ხმას მიიღებს.