საქართველოს პარლამენტში,
სადაც პრეზიდენტის
არჩევნები მიმდინარეობს,
ხმის მიცემის პროცესი
დასრულდა. 300-კაციანი
საარჩევნო კოლეგიის
უმრავლესობამ არჩევანი
გააკეთა.სახელობითი
ბიულეტენები უკვე
საარჩევნო ყუთშია. ახლა
ცესკომ, რომელიც
საპრეზიდენტო არჩევნების
პროცესს წარმართავს, უნდა
შეაჯამოს შედეგები.როგორც
ცესკოში განაცხადეს, 11:30
საათისთვის პრეზიდენტის
არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო საარჩევნო კოლეგიის
ნახევარზე მეტმა და
არჩევნები ჩაითვალა
ჩატარებულად, კანდიდატი
პირველივე ტურში არჩეულად
ჩაითვლება, თუ ის მიიღებს
კოლეგიის 200
ხმას.პრეზიდენტის
არჩევნებში ოპოზიციის
წარმომადგენლებს
მონაწილეობა არ
მიუღიათ.საპრეზიდენტო
კანდიდატად მიხეილ
ყაველაშვილია
წარდგენილი.საარჩევნო
კოლეგია საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტს,
პირველად, არაპირდაპირი
წესით ირჩევს. საარჩევნო
კოლეგიის მიერ არჩეული
პრეზიდენტი თანამდებობას
ხუთი წლის ვადით დაიკავებს.