საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი 1990-იანი
წლების შეიარაღებული
მოქმედებების დროს
უგზო-უკვლოდ დაკარგული,
ოკუპირებული აფხაზეთის
რეგიონიდან
გადმოსვენებული პირების
სამოქალაქო პანაშვიდს
დაესწრო, გარდაცვლილთა
ხსოვნას პატივი მიაგო და
დაღუპულთა ოჯახის წევრებს
მიუსამძიმრა.ექვსი
იდენტიფიცირებული
პირისგან 5 სამხედრო და
ერთი სამოქალაქო პირია. ორ
მებრძოლს დიღმის ძმათა
სასაფლაოზე, დანარჩენებს
კი, ოჯახების
გადაწყვეტილებით,
სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ
შორის საგვარეულო
სასაფლაოებზე სამხედრო
პატივით
დაკრძალავენ.სამოქალაქო
პანაშვიდი სამების
საკათედრო ტაძარში
გაიმართა.