საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 65-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს

Primetime.ge 4 საათი წინ 8
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 65-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი მეზურნიშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის შემადგენლობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 65-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.პლენარული სესიის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ, ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნატალია კისელოვამ და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ აფრიომ გაშიმ.სხდომაზე განხილვის მთავარ თემას „შავი ზღვის რეგიონში კავშირების გაძლიერება და მობილობის გაუმჯობესება მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით“ წარმოადგენს.პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა გენერალურ დებატებში მიიღო მონაწილეობა.„როგორც ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივი გზაჯვარედინი, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს - ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ ზრდასა და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვაში. იმისათვის, რომ ჭეშმარიტად გავზარდოთ მობილობა შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ უნდა მივიღოთ ინოვაციები, პრიორიტეტი მივანიჭოთ მდგრადობას და გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა.საქართველო, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და ამ საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, კვლავაც ერთგულია ამ ორგანიზაციის წარმატების. ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობების, ხელი შეუწყოს ჩვენს სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და შექმნას მომავლის საერთო ხედვა.ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის გრძელვადიან განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.სხდომის ფარგლებში განიხილეს და მიიღეს მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე: „საერთაშორისო თანამშრომლობის როლი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმდინარე სტრატეგიები და პრაქტიკა“.სხდომის დასასრულს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ოფიციალურად გადაიბარა ბულგარეთის რესპუბლიკამ.მომდევნო, რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეას მიმდინარე წლის ნოემბერში ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა უმასპინძლებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია