„ევროატლანტიკური
ინტეგრაციის დაბლოკვის“
შესახებ ბრალდების
მცდარობას ასევე უტყუარად
ადასტურებს კონკრეტული
ფაქტები და
მტკიცებულებები, - ამის
შესახებ საქართველოს
პარლამენტის განცხადებაში
ვკითხულობთ, რომელიც
ამერიკის შეერთებული
შტატების წარმომადგენელთა
პალატის მიერ მიღებულ
„მეგობარი აქტს“
შეეხება.საქართველოს
პარლამენტის განცხადების
თანახმად, 2017 წელს, სწორედ
მოქმედმა ხელისუფლებამ
განსაზღვრა კონსტიტუციურ
ამოცანად ევროატლანტიკური
ინტეგრაცია, რომელსაც, იმ
დროს პარლამენტში
წარმოდგენილმა არც ერთმა
ოპოზიციურმა პარტიამ
მხარი არ
დაუჭირა.განცხადებაში
აღნიშნულია, რომ
საქართველო ყოველთვის
გამოხატავდა
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის სრულ მზაობას,
თუმცა, საპასუხოდ
პარტნიორებისგან
თავშეკავებულ პოზიციას
იღებდა.„2017 წელს სწორედ
მოქმედმა ხელისუფლებამ
შეიტანა შესწორება
საქართველოს
კონსტიტუციაში და
ევროატლანტიკური
ინტეგრაცია საქართველოს
ხელისუფლების
კონსტიტუციურ ამოცანად
განსაზღვრა, რასაც, იმ დროს
პარლამენტში
წარმოდგენილმა არც ერთმა
ოპოზიციურმა პარტიამ
მხარი არ დაუჭირა.
საქართველო ყოველთვის
გამოხატავდა
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის სრულ მზაობას,
თუმცა, საპასუხოდ იღებდა
თავშეკავებულ პოზიციას
პარტნიორების მხრიდან. ეს
ნიშნავს, რომ თუ ვინმე
ქმნიდა ხელოვნურ
დაბრკოლებებს საქართველოს
ევროინტეგრაციის გზაზე, ეს
არა საქართველოს
ხელისუფლება, არამედ
პარტნიორები იყვნენ.“ -
ნათქვამია პარლამენტის
განცხადებაში.ამასთან,
როგორც განცხადებაში
ვკითხულობთ, ამგვარი
დამოკიდებულების
მიუხედავად, მოქმედი
ხელისუფლების პირობებში
მიაღწია საქართველომ
ევროინტეგრაციის გზაზე
ყველა ხელშესახებ
შედეგს.„ამგვარი
დამოკიდებულების
მიუხედავად, სწორედ
საქართველოს მოქმედი
ხელისუფლების პირობებში
მიაღწია საქართველომ
ყველა ხელშესახებ შედეგს
ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველომ 2014 წელს
მოაწერა ხელი ასოცირების
შეთანხმებასა და
თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ შეთანხმებას
ევროკავშირთან, ხოლო
მოგვიანებით მიიღო უვიზო
მიმოსვლის რეჟიმი
საქართველოს
მოქალაქეებისთვის. 2022 წლის
მარტში სწორედ მოქმედმა
ხელისუფლებამ შეიტანა
განაცხადი ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის
სტატუსის მოსაპოვებლად.
თუმცა, საქართველოს
ხელისუფლებას და ქართველ
ხალხს 2022 წლის ივნისში
კანდიდატის სტატუსზე
ყოველგვარი დასაბუთების
გარეშე ეთქვა უარი, რაც
„დიფ სთეითმა“, კერძოდ,
USAID-ის, NED-ის და სხვა
შესაბამისი ფონდების მიერ
დაფინანსებულმა NGO-ებმა
რევოლუციის მოწყობის
მცდელობისთვის
გამოიყენეს.“ - აღნიშნულია
საქართველოს პარლამენტის
მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.