ესტონური მედიის
ინფორმაციით, პარლამენტის
საქართველო-ესტონეთის
მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელს ლაური
ლაატსს გადაყენებით
ემუქრებიან. მედიის
ცნობითვე, მიზეზი
საქართველოს ხელისუფლების
სასარგებლოდ გაკეთებული
განცხადებებია.ლაური
ლაატსის გადაყენების
ინიციატორი საპარლამენტო
ფრაქცია Eesti 200-ის წევრი ანდო
კივიბერგია."საქართველოში
სიტუაცია ძალიან მძიმეა.
სცემენ როგორც მშვიდობიან
მომიტინგეებს, ასევე
ოპოზიციური პარტიების
ლიდერებს. მათ აკავებენ და
ძალით გაჩუმებას ცდილობენ.
საქართველოს მმართველმა
პარტიამ ახლახან შეაჩერა
ყველა პროცესი, რომელიც
ევროპულ ინტეგრაციას
უკავშირდება. ამავდროულად
ესტონეთსა და საქართველოს
მეგობრობის ჯგუფს
ხელმძღვანელობს
„ცენტრისტული“ პარტიის
ფრაქციის თავმჯდომარე
ლაური ლაატსი, რომლის
გამოსვლებიც რიიგიკოკუს
[ესტონეთის პარლამენტის]
დიდ დარბაზში,
საქართველოსთან
დაკავშირებით, ნათლად
ემყარება საქართველოში
მმართველი პარტიის
თეზისებს.ამრიგად, ასეთი
გზავნილები მე ეჭვს არ
მიტოვებს იმის თაობაზე, რომ
ჩვენთვის მტრული
სახელმწიფოს ინტერესებს
ემსახურება ლაატსის
განცხადებები. რიიგიკოკუს
წევრები, რომლებიც
დემოკრატიას და
საქართველოს ევროპულ
მისწრაფებებს უჭერენ
მხარს,
ესტონეთ-საქართველოს
მეგობრობის ჯგუფის ახალი
ხელმძღვანელის არჩევნების
ჩატარებას გვთავაზობენ,
რათა ესტონური
პარლამენტის მხარდაჭერას
პირველ რიგში ქართველი
ხალხი და არა მმართველი
პარტია გრძნობდეს“, -
აცხადებს Eesti 200-ის
წევრი.კივიბერგის თქმითვე,
დეპუტატები მეგობრობის
ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს
დანიშნავენ.