საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი
ლევან ჟორჟოლიანი გაერო-ს
განვითარების პროგრამის
(UNDP) რეგიონული ბიუროს
დირექტორს, ივანა
ჟივკოვიჩს
შეხვდა.მთავრობის
ადმინისტრაციის
ინფორმაციით, შეხვედრაზე
ყურადღება დაეთმო
საქართველოს მთავრობასა
და UNDP-ის შორის არსებულ
მრავალწლიან ნაყოფიერ
თანამშრომლობას და მისი
შემდგომი განვითარების
მიმართულებებს.„UNDP-ის
რეგიონულმა დირექტორმა
საქართველოს მთავრობასა
და გაეროს შორის არსებული
ურთიერთობებით
კმაყოფილება გამოთქვა.
აღინიშნა, რომ
პარტნიორობის შედეგად
წლების განმავლობაში
არაერთი მნიშვნელოვანი
პროექტი განხორციელდა და
ამ კუთხით აქტიური
თანამშრომლობა
გაგრძელდება.შეხვედრისას
ყურადღება დაეთმო გაერო-სა
და საქართველოს მთავრობის
ურთიერთობების შემდგომ
გაღრმავებას, რაც
თანამშრომლობას სხვა
საფეხურზე გადაიყვანს“, –
ნათქვამია მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.მათივე
ცნობით, თანამშრომლობის
ახალი ფორმატის უმთავრეს
პრიორიტეტად
განისაზღვრება
საქართველოს ეროვნული
ინტერესები, რასაც გაერო-ს
ორგანიზაციების მიერ
განხორციელებული
პროგრამები
დაეფუძნება.„ეს ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია,
ვინაიდან დონორებთან,
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობა უნდა
ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ
ხედვებს, სტრატეგიებსა და
სამთავრობო პროგრამებს,
რომლებსაც ჩვენმა
მოქალაქეებმა დაუჭირეს
მხარი“, – განაცხადა ლევან
ჟორჟოლიანმა.მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრას საქართველოში
გაერო-ს განვითარების
პროგრამის მუდმივი
წარმომადგენელი დაგლას
უები დაესწრო.