საქართველოს მთავრობასთან
თანამშრომლობით Exim Holding-ის
შვილობილი კომპანია „აჭარ
ენერჯი“ ქვეყნის
ენერგეტიკის სექტორში 460
მლნ აშშ დოლარის ოდენობის
ინვესტიციებს
განახორციელებს, - ამის
შესახებ პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კობახიძისა და
კომპანიის
ხელმძღვანელების
დღევანდელი შეხვედრის
შემდეგ გახდა
ცნობილი.საინვესტიციო
პროექტით დაგეგმილია
ქარის ხუთი და მზის ერთი
ელექტროსადგურების
მშენებლობა, რაც ჯამში,
დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ
სიმძლავრეს მოიცავს და
ხელს შეუწყობს როგორც
ქვეყნის ენერგეტიკული
სექტორის გაძლიერებას, ისე
ამ მიმართულებით
საქართველოს
კონკურენტუნარიანობის
გაზრდას.როგორც შეხვედრის
დასრულების შემდეგ Achar Energy-Eksim
Holding -ის წარმომადგენელმა
აღნიშნა, ქვეყნის დიდი
საინვესტიციო პოტენციალი
და ის ხელშეწყობა, რომელიც
ბიზნესმენებს საქართველოს
მთავრობისგან აქვთ,
საქართველოს
განსაკუთრებულად
მიმზიდველს ხდის უცხოელი
ინვესტორებისთვის.
უპრეცედენტოდ დიდი
ინვესტიციის
განხორციელებას კომპანია
მიმდინარე წელს დაიწყებს
და პროექტები
ექსპლუატაციაში
ეტაპობრივად შევა.Exim Holding-ის
შვილობილი კომპანია „აჭარ
ენერჯი“ საქართველოში
ბოლო წლებია წარმატებით
ოპერირებს და 2
ჰიდროელექტროსადგურის
პროექტი უკვე
განახორციელა, რომელთა
ჯამური საინვესტიციო
მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარს
აღემატება.