ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე ღიად გაისმა
მოწოდება ახალი
არჩევნების ჩატარებასთან
დაკავშირებით, იმიტომ, რომ
არჩევნები გაყალბებული
იყო, ეს ძალიან მკაფიოდ
წერია რეზოლუციაში, – ამის
შესახებ პარტიის „გახარია
– საქართველოსთვის“
წევრმა, თეონა აქუბარდიამ
განაცხადა.მისი თქმით,
ნებისმიერი მცდელობა, ამის
საპირისპირო რომ გაიყიდოს,
კიდევ ერთხელ აჩვენებს
ცარიელ პროპაგანდას,
რომელიც ისევე ჩაიფუშება,
როგორც ბიძინა
ივანიშვილის არაერთი
დაპირება
აქამდე.„კულუარებში
ვინმეს საუბრის გამოტანა
ფაქტი არ არის. ფაქტია, რომ
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე ღიად გაისმა
მოწოდება ახალი
არჩევნების ჩატარებასთან
დაკავშირებით, იმიტომ, რომ
არჩევნები გაყალბებული
იყო, ეს ძალიან მკაფიოდ
წერია რეზოლუციაში. არავინ
არ აღიარა ივანიშვილის
რეჟიმი, როგორც
საქართველოს მთავრობა ან
პარლამენტი, ისევე როგორც
ყაველაშვილი. ნებისმიერი
მცდელობა, რომ გაიყიდოს
ამის საპირისპირო, კიდევ
ერთხელ აჩვენებს, რომ ეს
ცარიელი პროპაგანდაა,
რომელიც ისევე ჩაიფუშება,
როგორც ივანიშვილის
არაერთი დაპირება აქამდე“,
– განაცხადა თეონა
აქუბარდიამ.