საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან – მეღვინეების მიმართვა

News.ge 3 კვირის წინ 32
საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან – მეღვინეების მიმართვა

“საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. აღჭურვილნი აწ უკვე თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ისინი ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს არც კანონს, არც – კონსტიტუციას, არც – არჩევნებს და არც – ადამიანის რომელიმე უფლებას. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცის – ს ნება-სურვილი,” – ამის შესახებ წერია მეღვინეების მიმართვაში, რომელიც მათ წერილობით გაავრცელეს და მიმართეს როგორც საზოგადოებასაც, ისე პროფესიულ ჯგუფებსაც.
“კომერსანტი” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, რადგან ვფიქრობდით, რომ ახლა მნიშვნელოვანია არა საქმიანობის სფერო, არამედ – მოქალაქეობა. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობდით, ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები და გვემოქმედა ისე, როგორც ამას მოქალაქის პასუხისმგებლობა გვკარნახობს.
ამის მიუხედავად, დღეს გადავწყვიტეთ, კვლავ დავფიქსირდეთ როგორც პროფესიული ჯგუფი და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. გადავწყვიტეთ შემდეგი მიზეზების გამო:
მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. აღჭურვილნი აწ უკვე თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ისინი ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს არც კანონს, არც – კონსტიტუციას, არც – არჩევნებს და არც – ადამიანის რომელიმე უფლებას. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი. ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ყველაზე ბნელი, ყველაზე ჩამორჩენილი მომავლისკენ, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივებს უსაშინლეს პერსპექტივას უსახავს. ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღო დიქტატურის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ფორმა, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი, აწ უკვე დაუფარავად, არის საოკუპაციო ძალის დანიშნული სატრაპი საქართველოში – უარჩევნებოდ, ულეგიტიმაციოდ, მხოლოდ ძალადობისა და საზოგადოების დაშინების იმედად.
კომიკურია, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელ საზოგადოებას უსამართლო ძალადობით დაუპირისპირდეს და ასე, ცემისა და დაჭერის შიშით, დაიმორჩილოს ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერი. კომიკურობის მიუხედავად, ეს არის საგანგაშოდ საშიში რეალობა, რადგან ეს რეჟიმი საზოგადოებას უქმნის ცხად გამოწვევას, რომ დამორჩილების შემთხვევაში, საქართველო რეალურად გადაიქცეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ ჭაობად, სადაც ადამიანის ყველა უფლება ფეხქვეშაა გათელილი ერთი მუჭა შეიარაღებული კრიმინალების მიერ.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა“. არ ვფიქრობთ, რომ არსებობს რამე ისეთი არგუმენტი, რომელიც ივანიშვილს აზროვნებას შეუცვლის. არ ვფიქრობთ, რომ ის, თუნდაც, თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, რადგან მყარად გვჯერა, რომ ივანიშვილი არის პუტინის მსახური და მოქმედებს მხოლოდ კრემლის მითითებებით.
არგუმენტების ჩამოთვლა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამ განცხადებას ვავრცელებთ არა არგუმენტების გამო, არამედ – კონკრეტული მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების არნახული ერთიანობის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. პროფესიული ჯგუფების მობილიზება გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება იყოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა პროფესიულმა ჯგუფმა მოახდინოს მობილიზება და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ დიდ ეროვნულ პროტესტს შევუერთდეთ ორგანიზებულად, ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებაში მაქსიმალური წარმომადგენლობითობით. ჩვენ ამას რეალურად ვაპირებთ და გპირდებით!
ამ ომს მოვიგებთ. მთავარია, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ის სიმართლე, რომ ქართველებს ახლა გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და ეს საქმე არის ქუჩაში დგომა მთელ საზოგადოებასთან ერთად! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ მაშინვე, როგორც კი მთელი საზოგადოება ერთად დავდგებით.
მოგიწოდებთ პროფესიულ ჯგუფებს, რომ არა მხოლოდ გამოხატოთ პოზიცია, არამედ – მოახდონოთ მობილიზება და ყველა ერთად დავდგეთ ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში!” – წერიას მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
· ანდრო ბარნოვი – ასოციაცია „ღვინის ოსტატები“
· ალეკო სარდანაშვილი – ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობა
· ალექსი ციხელიშვილი – ციხელიშვილის მარანი
· ალექსანდრე ჯახუა – „ბუნებური“
· ამირან ვეფხვაძე – ამირან ვეფხვაძის მარანი
· აკაკი კვირიკაშვილი – აკაკის მარანი
· ანა უთურგაური – მევენახეობა “Akhateli Acres”
· Სანათა წიწუაშვილი – ლაგვანი
· არჩილ გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
· ბაია აბულაძე – ბაიას ღვინო
· ბესიკ საბაშვილი – ზორბას მარანი
· გია ტოგონიძე – ტოგონიძის ღვინო
· გია ჩუბინიძე – მარანი ნანუა
· გიორგი აივაზიანი – Manavi Wines
· გიორგი მალაციძე – თეძამი ვაინს
· გიორგი მშვენიერაძე – მშვენიერაძეების მარანი
· გიორგი მხატვრიშვილი – „ქვევრისეული“
· გიორგი სხირტლაძე – „რტონი“
· დავით ალავიძე – ლურჯი ბანი.
· დავით კაპანაძე – „ჩვენი ღვინო“
· ეკა ჭვრიტიძე – მეღვინეობა “დანიელი”
· ელენე ბუხაიძე – ვინთნერს ენდ ვაგაბონდს
· ერეკლე ლოლაძე – ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა
· ვაჟა კასრელიშვილი – “გებრალე”
· ვახტანგ ფოცხვერაშვილი – შეთეს მარანი
· ვლადიმერ ნაჭყებია – მარანი თურდო
· ზაზა ჯაყელი – ჯაყელების ღვინო
· ზურაბ სანოძე – “ჟუკა-სანოს ღვინო”
· თაკო ჟურული – “ჟუკა-სანოს ღვინო”
· თამარ ბოჭორიძე – როჭოს ვენახები
· თამარ მილორავა – მარანი მილორაული
· თამუნა ბიძინაშვილი – კორტავების მარანი/თამუნას ღვინო
· ირაკლი ბლუიშვილი – “ბლუის ღვინო”
· ირაკლი გეწაძე – მეღვინეობა “წერო ვაინი”
· ირაკლი ქილიფთარი – “ქილიფას ჭაჭა”
· კახა ბერიშვილი – ართანული ღვინო / GoGo Wine
· ლაშა სოფრომაძე – გაიოზ სოფრომაძის მარანი
· ლევან ანდრონიკაშვილი – ანდრონიკაშვილების მარანი
· მამუკა ნოზაძე “შანოს საოჯახო მარანი”
· მანანა ახვლედიანი – Women in Wine Industry
· მარიამ გუნიავა- მარიამ გუნიავას მარანი.
· მერაბ მირცხულავა – „ალაფიანი“
· მიხეილ დოლიძე – მარანი კასრელი
· მიხეილ ცირდავა – “მარანი ობენე”
· ნათია ჩეკურიშვილი – მარანი “თეთრი თუთა”
· ზაზა გაგუა – მარტვილის მარანი
· ნიკა ვაჩეიშვილი – ნიკა ვაჩეიშვილის მარანი
· ნინი ჩხეიძე, სიმონიკა – ჩხეიძეების ღვინო
· ნინო გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
· ნინო მერის ღვინის მარანი და სელექცია
· ნინო მიქელაიშვილი – „ჩვენი ღვინო“
· ნინო ნადირაძე, მარანი “ორი და”
· ნინო ჩიტოშვილი ” ჩიტოს ღვინო”
· რამაზ ზაქარაძე – მარანი ხვთისანა
· საბა ქიტიაშვილი – გაზაფხულის მინდვრები
· ფაბიო ბოლონიეზე – Inavarde Wines
· ქეთი ჰუბერტი – მეღვინეობა „თილისმა“
· ქეთო ნინიძე – მეღვინეობა “ოდა”
· ქეთო ფუტურიძე – მაკარიძის მარანი
· შიო მაისურაძე – არბოს მარანი
· შორენა პატარიძე “პატარიძის რაჭული”
· ცოტნე შერმადინი – მეღვინეობა “შერმადინი”
· ცოტნე ჯაფარიძე – Wine of Freedom
· შმაგი ავალიშვილი – ავალიშვილის მარანი” – წერია მიმართვაში.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
ხელისუფლებას და ოპოზიციას აქციის მონაწილე მოქალქეების უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა -მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.

სრულად წაიკითხეთ სტატია