საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

News.ge 2 დღის წინ 12
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება 13 ფეხბურთელით დაიწყო.
გუნდმა პირველი ვარჯიში „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ – გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და .
გუნდს შეუერთდა ახალწვეული, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი საბა ხვადაგიანი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ს ჩემპიონატში ნეთანიის „მაკაბიში“ დაბრუნდა და სისტემატურად თამაშობს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით 2 სექტემბერს შეიკრიბებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
პირველი არხი

სრულად წაიკითხეთ სტატია