ავსტრალიის
თანამეგობრობაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა
ბექა დვალმა, სიდნეიში
მონაწილეობა მიიღო
„ავსტრალიის ბიზნეს
სამიტის საბჭოს“ (Australia Business Summit
Council (ABSC)) ყოველწლიურ
შეხვედრაში.საქართველოს
ელჩმა ავსტრალიის
წამყვანი ბიზნეს წრეებისა
და მედიის
წარმომადგენლებს მიაწოდა
ინფორმაცია საქართველოს
ეკონომიკური განვითარების
ტენდენციების,
საინვესტიციო და სავაჭრო
პოტენციალის
შესახებ.ღონისძიებაზე
„ავსტრალიის ბიზნეს
სამიტის საბჭოს”
ყოველწლიური ჟურნალის
„ეკონომოსის” / “Ekonomos”
(https://www.absc.online/ekonomos-menu.php 2025 წლის
გამოშვება წარადგინეს,
სადაც გამოქვეყნებულია
საქართველოს ელჩის სტატია
„საქართველო - ბიზნესის
წარმოების ცენტრი”/«Georgia - The Hub
For Doing Business”.სტატიაში
საუბარია საქართველოს
საგარეო და ეკონომიკური
პოლიტიკის პრიორიტეტებზე,
ეკონომიკის პერსპექტიულ
დარგებზე,
ავსტრალია-საქართველოს
კავშირებსა და სამომავლო
გეგმებზე.