2022 წლის მარტში სწორედ
მოქმედმა ხელისუფლებამ
შეიტანა განაცხადი
ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსის
მოსაპოვებლად. თუმცა,
საქართველოს ხელისუფლებას
და ქართველ ხალხს 2022 წლის
ივნისში კანდიდატის
სტატუსზე ყოველგვარი
დასაბუთების გარეშე ეთქვა
უარი, რაც "დიფ სთეითმა",
კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა
შესაბამისი ფონდების მიერ
დაფინანსებულმა NGO-ებმა
რევოლუციის მოწყობის
მცდელობისთვის
გამოიყენეს, - ნათქვამია
საქართველოს პარლამენტის
განცხადებაში, რომელიც
აშშ-ის წარმომადგენელთა
პალატის მიერ მიღებულ
"მეგობარი აქტს"
შეეხება.პარლამენტის
განცხადებაში საუბარია
იმაზე, რომ საქართველოს
ხელისუფლებას და ქართველ
ხალხს 2024 წელს უარი უთხრეს
მოლაპარაკების გახსნაზე
და ქვეყანას დღესაც უწვეს
ევროპული ბიუროკრატიის
უსამართლო მიდგომასთან
გამკლავება.როგორც
განცხადებაში ვკითხულობთ,
ნატო-ში საქართველოსა და
უკრაინის ინტეგრაციას აშშ
და ნატო საშუალოვადიან
პერსპექტივაშიც კი არ
მიიჩნევენ რეალურად,
შესაბამისად, ამ პირობებში
საქართველოს ჭარბი
აქტიურობა აზრს
მოკლებულია."უსამართლო
მიდგომის მიუხედავად,
საქართველოს
ხელისუფლებამ, ქართველი
ხალხის თანადგომით, 2023 წლის
დეკემბერში მაინც მოიპოვა
კანდიდატის სტატუსი. თუმცა,
უსამართლო მიდგომა 2024
წლიდან ისევ განახლდა,
კერძოდ, საქართველოს
ხელისუფლების მზაობის
მიუხედავად, ევროპულმა
ბიუროკრატიამ შექმნა
ხელოვნური დაბრკოლება
ევროპული ინტეგრაციის
გზაზე, უთხრა რა
საქართველოს
ხელისუფლებასა და ქართველ
ხალხს უარი
მოლაპარაკებების
გახსნაზე. საქართველოს
დღესაც უწევს გამკლავება
ევროპული ბიუროკრატიის
უსამართლო მიდგომასთან,
რაც ქმნის ერთადერთ
ხელოვნურ ბარიერს
საქართველოს
ევროინტეგრაციის გზაზე.
რაც შეეხება ნატოში
საქართველოს ინტეგრაციას,
როგორც ცნობილია, აშშ-ს
ახალი ადმინისტრაცია და
ნატო უკრაინისა და
საქართველოს ნატოში
ინტეგრაციას
საშუალოვადიან
პერსპექტივაშიც კი
არარეალურად მიიჩნევენ და
ასეთ პირობებში,
საქართველოს ჭარბი
აქტიურობა აზრს არის
მოკლებული. ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით, ცხადია,
რომ ბრალდებას
საქართველოს ხელისუფლების
მიერ "ევროატლანტიკური
ინტეგრაციის დაბლოკვის"
შესახებ არავითარი
საფუძველი არა აქვს", -
აღნიშნულია პარლამენტის
განცხადებაში.