ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილე მარიამ
ქვრივიშვილი, სოციალურ
ქსელში პოსტს აქვეყნებს,
სადაც წერს, რომ Expedia-ს
რეიტინგში საქართველო
მსოფლიოს ყველაზე
მოთხოვნად ტურისტული
მიმართულებების
სამეულშია.მისივე თქმით,
საქართველოში 2025 წლის
პირველ კვარტალში
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტები და ტურიზმიდან
მიღებული შემოსავალი
რეკორდულად გაიზარდა,
საქართველომ 3 თვეში 826 მლნ
დოლარის შემოსავალი მიიღო
(+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა
იმოგზაურა საქართველოში
(+2.2).„ფაქტები აღქმების
წინააღმდეგ: Expedia-ს
რეიტინგში საქართველო
მსოფლიოს ყველაზე
მოთხოვნად ტურისტული
მიმართულებების
სამეულშია ამ
სტატისტიკური მონაცემებით
შედარებულია მოგზაურთა
ჯავშნები 2024 წლის
დეკემბრიდან-2025 წლის
მარტამდე გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან.
კვლევის შედეგად,
საქართველოს დედაქალაქი
თბილისი, Expedia-ს რეიტინგში
მესამე ადგილზეა, თბილისის
მაჩვენებელი 145 %-ით
გაიზარდა თბილისთან ერთად
პოპულარულ მიმართულებებს
შორის დასახელდნენ
შვეიცარიული ქალაქი
ბაზელი და ციურიხი.ასევე,
საქართველოში 2025 წლის
პირველ კვარტალში
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტები და ტურიზმიდან
მიღებული შემოსავალი
რეკორდულად
გაიზარდა - საქართველომ 3
თვეში 826 მლნ დოლარის
შემოსავალი მიიღო
(+2.3%)- მილიონამდე ტურისტმა
იმოგზაურა საქართველოში
(+2.2%)ბრენდირებული
სასტუმროების დატვირთვის
კოეფიციენტი, 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 4.2%-ით გაიზარდა
(წყარო: საერთაშორისო
კვლევითი ორგანიზაცია - STR
global) Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებული
ობიექტების დატვირთვის
საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით
და საშუალო დღიური ფასი
7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, -
წერს მარიამ ქვრივიშვილი.