მმართველ გუნდში
დარწმუნებული არიან, რომ
საქართველო-აშშ-ის
ურთიერთობა მალე ისტორიულ
მაქსიმუმზე იქნება.
"ქართული ოცნების" წევრი,
ირაკლი კირცხალია დონალდ
ტრამპსა და აშშ-ის ახალ
ადმინისტრაციასთან
ფასეულობათა თანხვედრაზე
ამახვილებს ყურადღებას."იმ
ადმინისტრაციისა და
პოლიტიკური გუნდის,
რომელმაც სულ რამდენიმე
დღის წინ დაიკავა ოვალური
კაბინეტი და ჩაიბარა აშშ-ის
სადავეები ხელში, ყველაზე
მთავარი ღირებულება იყო,
პირველ რიგში,
სუვერენიტეტი, მათთვის
მთავარი ღირებულება იყო
თავიანთი ქვეყანა.
საქართველოს და აშშ-ის
ურთიერთობა უნდა იყოს
ისტორიულ მაქსიმუმზე, ჩვენ
ამის მოლოდინი გვაქვს,
რადგან ამ ადმინისტრაციის
ფასეულობები და
ღირებულებები სრულ
თანხვედრაშია ჩვენს
ფასეულობებსა და
ღირებულებებთან," -
აცხადებს ირაკლი
კირცხალია.