საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს, ბირთვული
კვლევის ევროპული
ორგანიზაციისა (CERN) და მის
ბაზაზე მოქმედ
ნაწილაკების ფიზიკის
საერთაშორისო
საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG)
თანამშრომლობის
ფარგლებში, საერთაშორისო
შემეცნებითი CERN/IPPOG
მასტერკლასების 2025 წლის
სესიების ციკლი
დაიწყო.განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს ფინანსური
მხარდაჭერით, CERN/IPPOG
მასტერკლასის პირველ
სესიას საქართველოს
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა
უმასპინძლა.თბილისის
სხვადასხვა სკოლის
მოსწავლეებისთვის
განკუთვნილი
საგანმანათლებლო
მასტერკლასი, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე ანა
მღებრიშვილმა გახსნა.ანა
მღებრიშვილმა
მასტერკლასში მონაწილე
მოსწავლეებსა და დამსწრე
საზოგადოებას
მისასალმებელი სიტყვით
მიმართა და აღნიშნა, რომ
საგანმანათლებლო
მასტერკლასი, STEM და
ტექნოლოგიურ
მეცნიერებებზე
ორიენტირებული
ახალგაზრდებისთვის, CERN-ის
სამეცნიერო
ექსპერიმენტების გაცნობის
უნიკალური საშუალებაა.
მინისტრის მოადგილის
თქმით, ნაწილაკების
ფიზიკის კვლევების
პოპულარიზაციის
ხელშეწყობის მიზნით,
სამინისტრო გააგრძელებს
მასტერკლასების
მხარდაჭერას მომავალშიც,
რათა ქვეყნის მასშტაბით
უფრო მეტ ახალგაზრდას
მიეცეს უნიკალური
შესაძლებლობა ეზიაროს
ახალ ცოდნას და მიიღოს
მონაწილეობა CERN-ის
სამეცნიერო-კვლევით
ექსპერიმენტებში.CERN/IPPOG-ის
შემეცნებითი
მასტერკლასების მიზანს
წარმოადგენს მეცნიერების,
ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების
პოპულარიზაცია,
ახალგაზრდა თაობების
მოზიდვა და დაინტერესება
ფუნდამენტური კვლევებით.
CERN-ის მეთოდიკით ჩატარებული
ვორქშოპის ფარგლებში
მოზარდებს, უცხოელ
თანატოლებთან ერთად,
საკუთარი უნარების
წარმოჩენისა და შეფასების
კარგი შესაძლებლობა
ჰქონდათ.CERN/IPPOG-ის
მასტერკლასები
საქართველოში
ყოველწლიურად იმართება და
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიზანია მეტი
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ჩართვა
პროცესში. 2025 წელს
დაგეგმილია კიდევ 5
მასტერკლასის ჩატარება 5
უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში: ივანე
ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, იაკობ
გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, გორის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი და ბათუმის
შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მიმდინარე წელს
მასტერკლასები
პარალელურად მიმდინარეობს
ხორვატიაში, ბულგარეთში,
თურქეთსა და
კვიპროსში.აღსანიშნავია,
რომ საქართველოსა და CERN/IPPOG -ს
შორის თანამშრომლობა 2020
წელს დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან
საქართველო IPPOG
კოლაბორაციის
სრულუფლებიანი
წევრია.ინფორმაციას
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.