გაცნობებთ, რომ შპს
საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანია
გურჯაანი-აფენი-კაბალის
მაგისტრალური გაზსადენის
27.0 კილომეტრზე გადაუდებელ
აღდგენით სამუშაოებს
ახორციელებს. ინფორმაციას
ამის შესახებ კომოანია
ავრცელებს.„შექმნილი
ვითარების
გათვალისწინებით, მ/წ 5
ივნისის 13:35-დან ბუნებრივი
გაზის მიწოდება
შეუწყდებათ კაბალისა და
გიორგეთის
გაზგამანაწილებელი
სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, ბუნებრივი გაზი არ
მიეწოდებათ ქალაქ
ლაგოდეხსა და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის შემდეგ
სოფლებს: გუჯარეთი,
ლაფნიანი, ფიჩხისბოგირი,
ბაისუბანი, ბოლოკიანი,
განათლება, განჯალა,
გელათი, გურგენიანი,
დავითიანი, დონა,
ვარდისუბანი, მსხალგორი,
ხეჩილი, თამარიანი, თელა,
კაბალი, კავშირი,
კართუბანი, მაწიმი,
მშვიდობიანი, ნაინდროვალი,
ნაწისქვილარი, ნინიგორი,
პატარა გორი, რაჭისუბანი,
საქობო, სვიდება, უზუნთალა,
ფონა, ყარაჯალა, შეერთება,
ცოდნისკარი, ჭიაური, ხიზა,
ხიზაბავრა, ჰერეთისკარი,
შრომა.ბუნებრივი გაზის
მიწოდება გამორთულ
გაზგამანაწილებელ
სადგურში სამუშაოების
დასრულებისთანავე
აღდგება, ხოლო
მოსახლეობისთვის
ბუნებრივი გაზის
მიწოდებას შესაბამისი
გაზგამანაწილებელი
კომპანია ეტაპობრივად
განახორციელებს“, -
ნათქვამია განცხადებაში.