საქართველოს ბანკი, როგორც
მცირე და საშუალო ბიზნესის
გაძლიერებაზე
ორიენტირებული ფინანსური
ინსტიტუტი, ახალი
შესაძლებლობების შექმნასა
და პარტნიორული ქსელის
განმტკიცებას აგრძელებს.
ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა,
რომელიც „რეგიონებში
მცირე და საშუალო
საწარმოების განვითარების
პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს,
Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან
ერთად.პროექტი შვეიცარიის
განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს
(SDC) მიერაა
დაფინანსებული.ურთიერთთანამშრომლობის
მიზანი საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში
მცირე და საშუალო ბიზნესის
გაძლიერება, მათთვის
დამატებითი რესურსების
მობილიზება და
საგანმანათლებლო თუ სხვა
სერვისების
გაზიარებაა.თანამშრომლობა
ითვალისწინებს:1. ESG
პროდუქტებისა და
პროცესების განვითარებას -
ამ მიზნით, მხარეები
ეფექტური სერვისების
შემუშავებაში მიიღებენ
მონაწილეობას;2.
არაფინანსური სერვისების
განვითარებას -
ურთიერთთანამშრომლობით,
ჩამოყალიბდება
საკონსულტაციო,
საგანმანათლებლო და სხვა
ისეთი სერვისები, რომლებიც
მეწარმეებს ბიზნესის
განვითარებაში დაუჭერს
მხარს და დამატებითი
ფინანსური რესურსების
მოზიდვის გზებზე მიაწვდის
ინფორმაციას. მათ შორის,
პარტნიორობა ბიზნეს
სესხების აპლიკაციის
ხარისხის გაუმჯობესებასაც
ისახავს
მიზნად. „საქართველოს
ბანკისთვის მცირე და
საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერა ერთ-ერთი
უცვლელი პრიორიტეტია.
მოხარული ვართ, რომ
ვაგრძელებთ
თანამშრომლობას
„რეგიონებში მცირე და
საშუალო საწარმოების
განვითარების პროექტთან“
(RSMEDP). გასულ წლებში ჩვენ
ერთად რეგიონული
ბიზნესებისთვის, მათ შორის,
აგრო თუ
სტუმარმასპინძლობის
სექტორში მომუშავე
მეწარმეებისთვის, არაერთი
შესაძლებლობა შევქმენით,
გავუზიარეთ მათ
განვითარებისთვის საჭირო
ინფორმაცია და რესურსები.
მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის
მდგრადი განვითარება
რეგიონული, მცირე და
საშუალო ზომის ბიზნესის
გაძლიერების გარეშე
შეუძლებელია, სწორედ
ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით
და ვცდილობთ, რეგიონული
ბიზნესების გაფართოებასა
და გაძლიერებაში ჩვენი
წვლილი შევიტანოთ“, -
აცხადებს თორნიკე
კუპრაშვილი,ბანკის მცირე
და საშუალო ბიზნესის
მიმართულების
ხელმძღვანელი.„მოხარულები
ვართ, რომ ვაგრძელებთ
საქართველოს ბანკთან
თანამშრომლობას.
დაგეგმილი აქტივობების
ფარგლებში რეგიონებში
მცირე და საშუალო
საწარმოებისთვის
პროდუქტების და
სერვისების ეფექტურად
მიწოდების მიზნით პროექტი
ითანამშრომლებს ბანკის
არასაბანკო პროდუქტების
განვითარებისა და ESG და
მდგრადობის
დეპარტამენტებთან.
საბანკო პროდუქტების
ხელმისაწვდომობა
მნიშვნელოვანია
საწარმოების ეფექტური
ფუნქციონირებისა და
ეკონომიკური ზრდისთვის.
გვჯერა, რომ ჩვენი
პარტნიორობა ხელს
შეუწყობს მდგრად
ეკონომიკურ განვითარებას
და გაზრდის რეგიონებში
მცხოვრები მოსახლეობის
შემოსავლებსა და
დასაქმებას“, - აღნიშნა
რიჩარდ როუზმა,
“რეგიონებში მცირე და
საშუალო საწარმოების
განვითარების პროექტის“
ხელმძღვანელმა.“საქართველოს
ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი
ქვეყნის წამყვანი ბანკია
აქტივების (საბაზრო წილი
39.3%), სესხებისა (საბაზრო
წილი 37.6%) და მომხმარებელთა
დეპოზიტების (საბაზრო წილი
41.4%) მიხედვით. (2024 წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით,
ბანკების მიერ ეროვნული
ბანკისთვის მიწოდებული
ფინანსური ინფორმაციის
თანახმად). საქართველოს
ბანკი მომხმარებლებს
სთავაზობს კორპორატიული
და საცალო საბანკო
მომსახურების ფართო
სპექტრს. 2024 წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით,
საქართველოს ბანკი
ემსახურებოდა 2.0 მილიონზე
მეტ აქტიურ მომხმარებელს.
სრული ინფორმაციისთვის
იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/