საქართველოს ბანკი, როგორც
ტექნოლოგიური კომპანია, ამ
სფეროს განვითარებას და
სტარტაპებისხელშეწყობისკენ
მიმართული ინიციატივების
მხარდაჭერას აქტიურ
რეჟიმში
აგრძელებს.ამჯერად, ბანკის
მხარდაჭერით, 3-4 დეკემბერს,
რიგით მერვე Touch Summit
გაიმართება.Touch Summit
ყოველწლიური ღონისძიებაა,
რომელიც საქართველოსა და
კავკასიის რეგიონში, ახალი
ცოდნისა დაგამოცდილების
გაზიარებას და
ადგილობრივი
პროფესიონალებისა და და
სტარატაპ ეკოსისტემის
განვითარებას ისახავს
მიზნად.წლევანდელი
სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING
MINDSETS. პროგრამა
მრავალფეროვანია და ის
აერთიანებს როგორც
პანელურ დისკუსიებს,
ვორქშოფ სესიებს, სტარტაპ
ექსპოს და სხვა საინტერესო
აქტივობებს. ღონისძიებას
60-ზე მეტი სპიკერი და 1000-ზე
მეტი დელეგატი დაესწრება.
სპიკერებს შორის არიან
წამყვანი სპეციალისტები,
ისეთი კომპანიებიდან
როგორიცაა: META, Spotify, Google, Acrobator VC,
BioChimPharm და სხვა.“მოხარულები
ვართ, რომ ჩვენი
მხარდაჭერით, წელს უკვე
მერვედ Touch Summit იმართება.
ღონძიების მიზანია, ერთის
მხრივ ხელი შუწყოს ამ
სფეროში მომუშავე
ადამიანებს, გაეცნონ
სიახლეებსა და
თანამედროვე ტენდენციებს,
რაც მათ საერთაშორისო
ბაზარზე განვითარების
შესაძლებლობებს მისცემთ.
მეორეს მხრივ კი,
სტარტაპებისთვის ძალიან
კარგი შესაძლებლობაა
დაუკავშირდნენ და გაეცნონ
ინვესტორებს ცენტრალური
და აღმოსავლეთ ევროპის,
შუააზიისა და EMEA
რეგიონებიდან.მიგვაჩნია,
რომ მსგავსი ღონისძიებები
ხელს უწყობს საქართველოში
სტარტაპ კულტურის
განვითარებას, მათ
გაძლიერებას და
საერთაშორისო ბაზარზე
გასვლას. გვინდა
წარმატებები ვუსურვოთ
მონაწილეებს. ჩვენ კი არ
ვჩერდებით და ვაგრძელებთ
მსგავსი პროექტების
მხარდაჭერას“, - აცხადებენ
საქართველოს ბანკში.Touch
Summit-ის ბილეთი შეგიძლიათ
შეიძინოთ აქ. ღონისძიების
შესახებ მეტი
ინფორმაციისთვის კი
ეწვიეთ ბმულს.