23 ივნისი საერთაშორისო
ოლიმპიური დღეა, რომელიც
საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის დაფუძნების
თარიღთან დაკავშირებით, 1948
წლიდან აღინიშნება.
სპეციალურად ამ დღისთვის
დაგეგმილი ღონისძიებები
საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის პატრონაჟით
იმართება და მასში
მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის
მილიონობით მოქალაქე
მონაწილეობს.ოლიმპიურ
დღესთან დაკავშირებით, 23
ივნისს ბათუმში მასობრივი
ოლიმპიური გარბენი და
სხვადასხვა სპორტული
ღონისძიებები
გაიმართება.სპორტული
აქტივობების სია კი ასე
გამოიყურება:1. მძლეოსნური
გარბენი;2. ქვიშის
ფრენბურთი;3. ქვიშის
ჭიდაობა;4. ქვიშის
ფეხბურთი;5. ქვიშის რაგბი;6.
ჭადრაკი;7. მაგიდის
ჩოგბურთი;8. ველოსპორტი;9.
კარატე;10. კანოე.სპორტული
აქტივობები 10:00 საათიდან,
ბათუმის ზღვისპირა პარკის,
პლაჟის 15-16 სექტორის
მიმდებარე ტერიტორიაზე
შემდეგ სახეობებში
დაიწყება: ქვიშის
ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა,
ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის
რაგბი. ძველ ბულვარში
ჩატარდება შეჯიბრებები
მაგიდის ჩოგბურთში,
შეჯიბრება კანოეში ნურის
ტბაზე. კარატისტები კი
ანბანის კოშკის მიმდებარე
ტერიტორიაზე
იასპარეზებენ.11:30 საათზე
ბათუმის ზღვისპირა პარკის
პლაჟის 15-16 სექტორის
მიმდებარე ტერიტორიაზე
(ქვიშის სახეობების
სპორტულ მოედნებთან)
სტარტს აიღებს
ველოგარბენი, 12:00 საათზე კი
მასობრივი ოლიმპიური
მძლეოსნური გარბენი
გაიმართება. ორივე გარბენი
(დისტანცია: 2-2,5 კმ) ანბანის
კოშკთან
დასრულდება.ოლიმპიურ
მძლეოსნურ გარბენში და
ველო გარბენში მონაწილეთა
რეგისტრაცია 10:00 საათიდან
დაიწყება.ღონისძიებაში
მონაწილეობას მიიღებენ
ოლიმპიური, მსოფლიოს და
ევროპის
ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე
სპორტსმენები აჭარის
რეგიონიდან.ოლიმპიურ
გარბენში და სხვადასხვა
სპორტულ აქტივობებში
გამარჯვებულებს
საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტისგან
საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის სერტიფიკატები,
სპეციალური მაისურები და
სხვადასხვა სამახსოვრო
საჩუქრები
გადაეცემათ.ღონისძიების
ორგანიზატორია -
საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტი და
სეოკ-ის აჭარის რეგიონული
ორგანიზაცია.
მხარდამჭერები არიან -
საქართველოს სპორტის
სამინისტრო, აჭარის
განათლების და სპორტის
სამინისტრო, ბათუმის მერია,
აჭარის სპორტული
ორგანიზაციები.ღონისძიების
პარტნიორები არიან -
სეოკ-ის გენერალური
სპონსორი საქართველოს
ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და
,,თელიანი ველი“.