ტურიზმის სფეროში
მომსახურების ხარისხის
ამაღლების მიზნით
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ტრენინგებს აგრძელებს.
„ჰიგიენა და სურსათის
უვნებლობა“-გადამზადების
კურსი თბილისში,
ამბროლაურში, გორში,
თელავში, თეთრიწყაროში,
ახალციხეში, ლანჩხუთში,
ოზურგეთსა და ჩოხატაურში
მიმდინარებს. ტრენინგებში
სასტუმროებისა და კვების
ობიექტების 220
თანამშრომელი
მონაწილეობს.სასწავლო
კურსი შემდეგ თემატიკას
მოიცავს:1. GMP (კარგი საწარმოო
პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის
პრაქტიკა) ;2. წერილობითი
პროცედურების
(სტანდარტული ოპერირების
პროცედურები) და სამუშაო
ფორმების შემუშავება;3.
პერსონალის სავალდებულო
სწავლებების
პოლიტიკა4.სურსათის
უვნებლობის პრინციპები,
ჰიგიენა5.HACCP სისტემის
მიმოხილვა, მოსამზადებელი
და დანერგვის ეტაპები6.
ალერგიის გამომწვევი ან
მომეტებული მგრძნობელობის
მქონე ნივთიერებები ან
პროდუქტები;7.მომხმარებლის
ინფორმირებულობა,
პრეტენზიების მართვა და
სხვა.