საქართველომ ბოლო ორი წლის
განმავლობაში დაახლოებით,
30000 უკრაინელი მიიღო, მისცა
მათ დაცვა, ღირსება და
იმედი, საქართველოში
უკრაინული სახლი
სოლიდარობისა და იმედის
სიმბოლოა ჩამოსული
უკრაინელი ხალხისთვის, –
ამის შესახებ
საქართველოში გაერო-ს
მუდმივმა კოორდინატორმა,
დიდიე ტღებიუკმა
განაცხადა.მისი თქმით,
გაერო-ს განვითარების
პროგრამის, გერმანიის
მთავრობის მხარდჭერით, CARE
კავკასიასთან ერთად
უკრაინელმა ლტოლვილებმა
საქრათველოში 19 ახალი
ბიზნესი შექმნეს.„დღეს
შევიკრიბეთ უკრაინულ
სახლში, ძალიან ბედნიერი
ვარ, რადგან ვაპირებთ
სერტიფიკატების გადაცემას
19 ახალი ბიზნესისთვის,
რომლებიც შექმნეს
უკრაინელმა ლტოლვილებმა
აქ, საქართველოში. მინდა,
აღვნიშნო ეს ინიციატივა,
რომელიც ხორციელდება
გაერო-ს განვითარების
პროგრამის მიერ, CARE
კავკასიასთან ერთად, ასევე
გერმანიის მთავრობის
მხარდაჭერით. ეს
მნიშვნელოვანია იმის
გათვალისწინებით, რომ
საქართველომ მიიღო
დაახლოებით 30000 უკრაინელი
ბოლო ორი წლის
განმავლობაში და მიანიჭა
მათ დაცვა, ღირსება და
იმედი. საქართველოში
უკრაინული სახლი
სოლიდარობისა და იმედის
სიმბოლოა ჩამოსული
უკრაინელი ხალხისთვის.
ტრენინგს გადიან, რათა
აღადგინონ თავიანთი
ცხოვრება, შექმნან ბიზნესი,
ისწავლონ ენა. ამ
მხარდაჭერამ მათ მისცა
შესაძლებლობა, შეექმნათ
სამშაო ადგილები,
ქვეყნებისთვის
ეკონომიკური
განვითარება“, – განაცხადა
დიდიე ტღებიუკმა.მისი
თქმით, ლტოლვილები არ უნდა
იყვნენ განხილული მხოლოდ
რიცხვებით.„არამედ უნდა
იყვნენ შეფასებული იმ
ტალანტით, რაც მოაქვთ
ქვეყნებში. დღეს გვინდა,
ვიფიქროთ, საქართველოში
გადმოსახლებული უკრაინელი
ხალხის უნარზე, წვლილი
შეიტანონ საქართველოს
ეკონომიკურ განვითარებასა
და საზოგადოების
კონსოლიდაციაში. მინდა,
მივულოცო გაერო-ს
სააგენტოებს,
განსაკუთრებით გაერო-ს
განვითარების პროგრამის,
რომლებიც მუშაობენ
გერმანიის მთავრობისა და CARE
სამხრეთ კავკასიის
მხარდაჭერით ამ
ინიციატივაზე. მადლიერი
ვართ უკრაინელი
ხალხისთვის, რომ მიგვიღეს
და მიიღეს ჩვენი
მხარდაჭერა“, – განაცხადა
დიდიე ტღებიუკმა.