“საქართველოზე უარესები არ ვართ!” – აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი

News.ge 4 კვირის წინ 16
“საქართველოზე უარესები არ ვართ!” – აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რამინ მუსაიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში უნდა გაათავისუფლონ და მისი აზრით, პორტუგალიელის დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო.
“სანტუში ჯერ არ გაათავისუფლეს? ის ისევ აქ არის? როცა მიიწვიეს, მაშინ ვთქვი, რომ ეს დანიშვნა თავიდანვე განწირული იყო. სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მასზე დახარჯული ფული ფუჭად დაიხარჯა. სჯობდა ეს ფული ბავშვთა ფეხბურთში ჩადებულიყო.
საფუძველი არ გვაქვს. ჩვენი პრობლემები გლობალურია. კლუბებს უნდა დაევალოთ აკადემიები შექმნან და მარტო ახალგაზრდული გუნდები არ შექმნან, რადგან ლიცენზია მოიპოვონ. შეწყვიტეთ მყისიერად შედეგის
მიღებაზე ფიქრი.
ჩვენ საქვართველოზე უარესები არ ვართ, სადაც შედეგები აშკარად არის. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის. შესაძლოა, მათ არ იციან, რომელი გზა უნდა აირჩიონ. თუ ასე გაგრძელდა, ხალხი ფეხბურთის მიმართ გულგრილი გახდება.
ეროვნულ ნაკრებს, რომ დავუბრუნდეთ… საბედნიეროდ, D დივიზიონის ქვემოთ არაფერია. შემიძლია, ფეხბურთის ფედერაციას ტაქსი შევთავაზო, რომელიც ფერნანდო სანტუშს აეროპორტამდე მიიყვანს.
რომელმა უცხოელმა მწვრთნელმა მოუტანა სარგებელი ჩვენს ფეხბურთს, რომ პორტუგალიელისგან რაიმეს ველოდოთ”, – აქვეყნებს მუსაიევის სიტყვებს Azerisport.

სრულად წაიკითხეთ სტატია