საქართველოზე იყო ზემოქმედება, მიეღო მონაწილეობა კონფრონტაციაში, რაზეც მთავრობამ უარი თქვა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, გასაგებია, რომ არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია - ანდრეი ჰუნკო

Primetime.ge 2 თვის წინ 63
საქართველოზე იყო ზემოქმედება, მიეღო მონაწილეობა კონფრონტაციაში, რაზეც მთავრობამ უარი თქვა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, გასაგებია, რომ არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია - ანდრეი ჰუნკო
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოზე ძალიან ძლიერი ზემოქმედება იყო, მონაწილეობა მიეღო კონფრონტაციის კურსში და მთავრობამ ამაზე უარი თქვა. საქართველოს გეოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, გასაგებია, რომ ქვეყანას არ სურს, პირდაპირ კონფრონტაციაში იყოს რუსეთთან, – ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.„26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების გათვალისწინებით, მე გირჩევთ, ცოტა მეტ დიფერენცირებას და ცოტა მეტ თავშეკავებას. მიმაჩნია, რომ ეს დებატები არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული საქართველოში საარჩევნო რეკომენდაციების გასაცემად. ბატონმა კნუტ აბრაჰამმა სრულიად სამართლიანად აღწერა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მრავალი წლის განმავლობაში, გარკვეული წარმატებებითაც. შემდეგ უეცრად მოხდა შემობრუნება, მაგრამ რატომ მოხდა ეს შემობრუნება? მინდა შეგახსენოთ, რა სიტუაციაშია საქართველო. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოზე ძალიან ძლიერი ზემოქმედება განხორციელდა, მათ შორის მთავრობაზე, რომ მონაწილეობა მიეღო კონფრონტაციის კურსში, მაგალითად, ეკონომიკური სანქციებით, მაგრამ ასევე სამხედრო იარაღის მიწოდებით და მთავრობამ ამაზე უარი თქვა. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, გასაგები იქნება, რომ საქართველოს არ სურს, პირდაპირ კონფრონტაციაში იყოს ჩათრეული რუსეთთან“, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.მისი თქმით, საქართველოში რაც უფრო დიდია პოლარიზაცია, და „ქართველებს ვეუბნებით: თუ ამათ აირჩევთ, ევროპაში მოხვდებით და თუ იმათ აირჩევთ – მაშინ რუსეთთან ხართ“, ეს ქვეყანას ალტერნატივის წინაშე აყენებს.„მე არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, გონივრულია. ბევრი რამ ავტორიტარული მიმართულებით მიდის, მაგრამ რაც უფრო დიდია პოლარიზაცია და რაც უფრო ძლიერად ვეუბნებით ქართველებს: თუ ამათ აირჩევთ, ევროპაში მოხვდებით და თუ იმათ აირჩევთ – მაშინ რუსეთთან ხართ, ეს ქვეყანას ალტერნატივის წინაშე აყენებს, რომლის წინაშეც არ უნდა დავაყენოთ. იმედი მაქვს, არჩევნები იქება თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების დამკვირვებლების ამოცანა, რომლებიც იქ არიან, არის ის, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს და არა რომელიმე მხარის პოზიციის დაკავებაა“, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.
სრულად წაიკითხეთ სტატია