საქართველოზე გარე ძალები ისევე ძალადობენ, როგორც ქვეყნის შიგნით ქვის მსროლელები - პოლიციაზე და „მეშაშხანეები“ - საკანონმდებლო ორგანოზე - ხუნდაძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 8
საქართველოზე გარე ძალები ისევე ძალადობენ, როგორც ქვეყნის შიგნით ქვის მსროლელები - პოლიციაზე და „მეშაშხანეები“ - საკანონმდებლო ორგანოზე - ხუნდაძე
„ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, დიდი ამრევებიც და პატარა ავანტიურისტებიც. სიმშვიდის ზიანი და „რევოლუციური თამაშები" არავის ეპატიება!“ - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რადიკალები თავიანთი ქმედებებით ევროინტეგრაციის მშვიდობიან გზას ხერგავენ.დიმიტრი ხუნდაძე არეულობის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზეც წერს და აცხადებს, რომ თუ აქციების ფორმა განსხვავებულია, შინაარსი იგივე რჩება - რევოლუციური სცენარით ხელისუფლების ხელში ჩაგდება.„საქართველოზე გარე ძალები ისევე ძალადობენ, როგორც ქვეყნის შიგნით ქვის მსროლელები - პოლიციაზე და „მეშაშხანეები"- საკანონმდებლო ორგანოზე. ფორმაა განსხვავებული, მიზანი კი გარედანაც და შიგნიდანაც, ქვეყნის მორჩილება და ნგრევაა. „მაედანიზაცია" არ დავუშვით ჩვენ და რევოლუციის სურვილს არ თმობენ ისინი. სწორედ ამის გამო არ სურდათ გამჭვირვალობის კანონი, რომ შავი ფულით თავისუფლად ეფინანსებინათ მეტი „მოლოტოვის კოქტეილი" და მეტი პიროტექნიკა ბრძოლის ველის შესაქმნელად. ევროპელობის ძახილით ქართულს სპობენ და ევროინტეგრაციის მშვიდობიან გზას თავად ხერგავენ. ტრამპის ინაუგურაციამდე სურთ მოასწრონ გატეხონ ქართული პრინციპულობა და ომის სცენარი საქართველოდან მოქმედებაში მოიყვანონ. ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, დიდი ამრევებიც და პატარა ავანტიურისტებიც. სიმშვიდის ზიანი და „რევოლუციური თამაშები" არავის ეპატიება!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია